SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

საზარელი შემთხვევა ჭოგნარში - 14 წლის ბიჭმა თანატოლები გააფრთხილა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, მაგრამ არ დაიჯერეს და ბულინგი გააგრძელეს

Loading...
საზარელი შემთხვევა ჭოგნარში - 14 წლის ბიჭმა თანატოლები გააფრთხილა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, მაგრამ არ დაიჯერეს და ბულინგი გააგრძელეს

სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდის თვიმთმკველობა შესაძლოა ბულინგს უკავშირდებოდეს. სოფელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა თანატოლებს დახურულ ჯგუფში აფრთხილებდა, რომ თუ მას ბოდიშს არ მოუხდიდნენ, ის სიცოცხლეს სუიციდით დაამთავრებდა.

ამ აბავს კიდევ უფრო შემზარავს ხდის თვითმკვლელობამდე 14 წლის ბიჭის მიერ თანატოლებისთვის გაგზავნილი ფოტო, რომელიც სუიციდამდე რამდენიმე წუთითა ადრეა გადაღებული და რომელშიც თოკია აღბეჭდილი. 

სკანდალური მიმოწერა "მთავარმა არხმა" გაავრცელა, სადაც ლუკა თანატოლებს მიმართავს: "უნამუსო ვიყო, თუ ბოდიშებს არ მოიხდით სულყველა, გამკეთებელი თუ არ ვიყო". 

თანატოლის მუქარა დახურული ჯგუფის წევრებმა არ დაიჯერეს და მეტიც, მას კიდევ ერთხელ დასცინეს: 

"ჯერ ერთი, ბოდიში რატომ უნდა მოგიხადოს აქ ვინმემ და რომ არ მოგიხადოთ, მიდი, აბა, ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ". 

ბულინგის შემდეგ ლუკამ ჩატში თოკის ფოტო ჩააგდო, რომლითაც თავი მოიკლა. მოზარდის თანატოლები არც ამის შემდეგ გაჩერებულან: "შეჩემა მაგხელა მარტო ერთი ყური გაქვს"- დაწერა ლუკას საპასუხოდ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა. 

"ლუკა, სახლში შეიტანე და ლუსტრაზე ჩამოეკიდე გაგიძლებს" - დაწერა 14 წლის ბიჭის მისამართით კიდევ ერთმა მოზარდმა. 

"ლუკა, თქვი ამ ცხოვრებისთქო და კა ბლის ხე გაქვს და თუ აწვდები მაგრად მოუჭირე, რომ არ ჩამოწყდეს. ან ვაფშე ხეზე თუ ახვალ გადმოხტი". 

ამ მესიჯის შემდეგ, ბიჭმა ყველაზე შემზარავი წერილი მიწერა მეგობრებს: "დაიცა, თოკი შევიკარი. ვეღარ ვიხსნი..." - დაწერა ლუკამ. 

წლის ბიჭი, საკუთარი სხლის ეზოში ჩამომხრჩვალი 3 დღის წინ იპოვეს. მოზარდის დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული. ლუკა კი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა.

 

445 /

21 სექტემბერი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...