SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

თბილისში ახალშობილ ბავშვს, რომელიც დედამ ნაგავში გადააგდო ამ დრომდე ეძებენ

Loading...
თბილისში ახალშობილ ბავშვს, რომელიც დედამ ნაგავში გადააგდო ამ დრომდე  ეძებენ

თბილისში 40 წლამდე ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა და ჩვილი, სავარაუდოდ ნაგავში გადააგდო.

ქალი წუხელ N5-ე სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს, თუმცა ახალშობილი თან არ ახლდა, რის გამოც სამართალდამცველები გამოიძახეს.

წინასწარი ინფორმაციით, ექიმებთან საუბრისას ქალმა ჩვილის გადაგდების ფაქტი აღიარა, თუმცა ბავშვის ცხედარი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

როგორც "პრაიმტაიმმა" გაარკვია ქალს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც დღეს დილით სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს

(პრაიმტაიმი)

 

321 /

06 სექტემბერი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...