SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ: ვინ აპირებს ბიძინა ივანიშვილის თავიდან მოშორებას და რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს სანდრა რულოვსი

სასწრაფოდ: ვინ აპირებს ბიძინა ივანიშვილის თავიდან მოშორებას და რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს სანდრა რულოვსი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ძალიან ცუდის ნიშანია.

„რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო. მათი კაცი გახარიას სახით უკვე არის კაბინეტის უფროსი. შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია, ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს. უკვე რუსეთთან გვაქვს საქმე, ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. ბიძინას ერთი პროცენტი ჯანმრთელი აზროვნება თუ მაინც აქვს დარჩენილი და უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინონ, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა დიდი პროტესტის ფონზე ხდება.

„ჩვენ გვრჩება პროტესტი. უნდა გავაგებინოთ ყველას, მთელ მსოფლიოს, რომ ამ კაცის დანიშვნა ხდება დიდი ხალხური პროტესტის ფონზე და ასე თუ იწყებს პრემიერი თავის მოღვაწეობას, ის აუცილებლად ცუდად დამთავრდება. მშვიდობიანი აქციები იქნება, ოღონდ ძალიან მასიურად და ნამდვილად არ უნდა დაველოდოთ კიდევ 2020 წელს. ვფიქრობ, წელს უნდა მოხდეს ცვლილება. 2020 წელს უკვე ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, აღარ იქნება. რასაც ახლა ვაკეთებთ, იგივე უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვიდგეთ, ყველა უნდა ჩამოვიდეს და როდესაც ხალხი ერთიანია, ვერავინ მოერევა", - თქვა სანდრა რულოვსმა.

ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია, რომელზეც შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ.

გახარია ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა.

 

1676 /

04 სექტემბერი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები