SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც 22 ივლისიდან ქუთაისის კლინიკაში იყო მოთავსებული და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

მოზარდი შეუძლოდ რაჭის ერთ-ერთ სოფელში გახდა, სადაც ის დასასვენებლად იმყოფებოდა. კლინიკაში გადმოყვანის დროს არსებობდა რეანომობილის პრობლემა – ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა მის გადასაყვანად ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. გზაში დამატებითი პრობლემა შეიქმნა რეანომობილის გაუმართაობის გამო. ბიჭის მდგომარეობა გზაში დამძიმდა.

ინფორმაცია რეანომობილის გაუმართაობაზე დაადასტურა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომაც. უწყებამ 25 ივლისს შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო  შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს“.

ამ ფაქტის შემდეგ, 26 ივლისს, გავრცელდა პეტიცია რაჭაში რეანომობილის მოთხოვნით. პეტიციის ტექსტში წერია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.

 

4463 /

02 სექტემბერი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები