საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ახალი სასწავლო წლიდან, მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ. - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული.
მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის კომპლექსური ტრანსფორმაციის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ზოგადი განათლების რეფორმა და ის არაერთი პროექტი და ცვლილება, რომელიც სკოლებში ხორციელდება.
განათლების მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პედაგოგების კომპეტენციის დადასტურების და მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად ანაზღაურების ზრდა.
„მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი", - აცხადებს განათლების მინისტრი.
კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.
კერძოდ: უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს; წამყვანი მასწავლებლები - 1435 ლარს; მენტორი მასწავლებლები - 1745 ლარს; ხოლო მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს.
განათლების მინისტრი აცხადებს, რომ პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესშია შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება: უფროსი მასწავლებელი - 1700 ლარი; წამყვანი მასწავლებელი - 2135 ლარი; მენტორი მასწავლებელი - 2445 ლარი.
„პედაგოგების გარდა, ხელფასების ზრდა ეხებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრების თანამშრომლებსაც, ტექნიკურ მუშაკებს. საშუალოდ, გაიზრდება 20 პროცენტით ამ შემოდგომიდან და ეს ზრდა ყოველ შემოდგომაზე გაგრძელდება, შეეხება ყველა პერსონალს", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
წყარო: მარშალპრესი
 
2285 /
27 აგვისტო 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები