საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
თბილისის მერის დღევანდელ ხმაურიან და სკანდალურ კომენტარს "გამოქანებასთან" დაკავშირებთ, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მისი გონების დაბნელებით ხსნის.
დედამიწა ნეგატიურ ველშია და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა კალაძის განცხადების მიზეზი, - განუცხადა "2020NEWS“-ს ცაგარელმა და განმარტა, რომ წინ გველოდება მზის და მთვარის დაბნელება და ამ დროს კი ადამიანებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, გონება უბნელდებათ.
"როდესაც გავდივართ მზის და მთვარის დაბნელებების პერიოდს, ადამიანებს ხშირად უბნელდებათ ტვინი. არა პირდაპირი გაგებით, არამედ ალეგორიული გაგებით. ამიტომ შეცდომები, არასწორი გაგებები და პროვოკაციული მოქმედებები ყველა მხრიდან მატულობს. ეს იმ ადამიანებს უფრო ემართებას, ვინც პოლიტიკაში არიან ჩართული. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს არ სჯერათ ასტროლოგიის და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. შედეგად ანგრევენ ამ ქვეყანას. ამაშია მთელი მათი უბედურება. მათ რომ ასტროლოგია იცოდნენ, როცა არის დაბნელებების დღეები, არავითარ განცხადებებს არ გააკეთებდნენ და არავითარ პროვოკაციაზე წამოგება არ მოხდებოდა.
ეს პერიოდი კარგია "ნაციონალური მოძრაობისთვის", რადგან ისინი მოდიან პროვოკაციაზე. პროვოკაციისთვის და სხვათა ნერვების მოსაშლელად კარგი პერიოდია, მაგრამ იმისთვის, რომ შენ გაამართლო შენი პოზიცია და პროვოკატორი ადგილზე "მოსვა“, ცუდი პერიოდია. ამიტომ სხვა, დიპლომატიური ფორმა უნდა იპოვო პროვოკატორთან სასაუბროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორი ტალღის აგორების ტენდენცია ყოველთვის მაღალია. შეიძლება ოპოზიციამაც გადაამლაშოს თავის პროვოკაციებში და პოზიციამაც. ამიტომ, მე ვურჩევ მათ, 25 იანვრამდე მაინც ორივე მხარემ მაქსიმალურად შეიკავოს თავი ყველა სახის განცხადებებისგან და მოქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებები ნეგატიურად აისახება ქვეყანაზეც და მათ საქმიანობაზეც“, - აცხადებს ცაგარელი.
წყარო 2020news.ge
 
3339 /
19 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები