საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
6 წლის ნია გოგუა, რომელიც ქრონიკული ეფშტეინბარის დიაგნოზით თურქეთში სამკურნალოდ ერთი თვის წინ წაიყვანეს, იქ ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას „პრაიმტაიმს" ფონდ „სიკეთის კვალის დამფუძნებელი" თეა ესიტაშვილი უდასტურებს.
მისი თქმით, ინფექციამ ყველა ორგანო ჩაითრია და ბავშვის ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.
ნია გოგუას მძიმე დიაგნოზი დაახლოებით 2 წლის წინ საქართველოში დაუსვეს. მანამდე მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ ბავშვს სიმსივნე ჰქონდა.
საქართველოში ამ ხნის განმავლობაში, ნიას დასახმარებლად, საქველმოქმედო კამპანია მიმდინარეობდა, რომელშიც „პრაიმტაიმიც" იყო ჩართული.
„პრაიმტაიმი" უსამძიმრებს დაღუპული გოგონას ოჯახს.
წყარო: პრაიმტაიმი
 
2307 /
23 აგვისტო 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები