27 დეკემბერი 2021
ვინ არის 12 წლის ბავშვი, რომელიც ჯართის მოძებნის დროს მიწის დაყრის შედეგად გარდაიცვალა

აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, გიგა ბაგაშვილს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა , მისი ცხედარი კი გუშინ სახლიდან 3 კმ-ში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით ბაგაშვილების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და 12 წლის ბიჭი ოჯახს ჯართის შეგროვებით ეხმარებოდა, წინასწარი ინფორმაციით ის იმ დღესაც ჯართის შესაგროვებლად იყო გასული, რა დროსაც ერთ-ერთ თხრილში ჩასვლისას მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.
ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რომლითაც ის ხშირად გადაადგილდებოდა. იქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა.
ზუსტად რა გახდა ბავშვის დაღუპვის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს. შს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს
 
3857 /
19 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
28 ოქტომბერი 2021
16 ოქტომბერი 2021
08 ივლისი 2021
18 ივნისი 2021
14 ივნისი 2021
კომენტარები