SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ: საქართველოში გზები ფასიანი ხდება

სასწრაფოდ: საქართველოში გზები ფასიანი ხდება

საქართველოში შესაძლოა ფასიანი გზების სისტემა შემოვიდეს. ამასთან დაკავშირებით კვლევის ჩატარება იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ფასიან გზებთან დაკავშირებით კვლევის ჩატარების შემდეგ განისაზღვრება მონაკვეთები, სადაც მძღოლებს საფასურის გადახდა მოუწევთ.

„ფასიან გზებთან დაკავშირებით, რომელიც არის წარმატებული ქვეყნების გავრცელებული პრაქტიკა, ვმუშაობთ ამჟამად შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად, რომელიც გაგვცემს პასუხს, თუ რომელ მონაკვეთზე, რამდენი, როგორ, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე და შემდეგ მთლიანად მაგისტრალზე, მოხდეს ამის განვითარება."- განაცხადა ქარსელაძემ.

ფასიან გზაზე გადაადგილების დროს, მძღოლებმა გარკვეულ ადგილებზე ავტომანქანა უნდა გააჩერონ და გზის გასაგრძელებლად ფიქსირებული თანხა გადაიხადონ. არსებობს გადახდის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ელექტრონულიც. მსოფლიოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, საფასური, რომელიც გზატკეცილებზეა დაწესებული, ახალი გზების მშენებლობის, არსებული გზის მოვლა-პატრონობის ან მის ასაშენებლად დახარჯული თანხების დასაფარად გამოიყენება.

წყარო: ნიუპოსტი

 

1898 /

14 აგვისტო 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები