სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი.
"დიაგნოზი დადასტურდა ძვლის ტვინის პუნქტატის ჰისტოპათოლოგიური შესწავლით, იმუნოლოგიური კვლევით, ასევე იმუნოფერმენტული, ბიოქიმიური, რადიოლოგიური კვლევებით.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი მიეკუთვნება რთულად სადიაგნოსტიკო, იშვიათ, გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, მისი სიხშირე განსხვავდება გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და აშშ-ში შეადგენს 1 შემთხვევას 1.000.000 ბავშვზე. ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი ასოცირებულია სიმსივნეებთან, სხვადასხვა ვირუსულ, ბაქტერიულ, სოკოვან პათოგენთან. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ეპშტეინ-ბარის ვირუსი და იმ პირებში, რომლებიც ამ ვირუსის მატარებლები არიან, ლეტალობის მაჩვენებელი 100%-ს აღწევს. ამ დაავადების სამკურნალო ეფექტური საშუალება მსოფლიოში არ არსებობს.
პაციენტთან კლინიკაში შემოსვლის დღიდანვე ტარდებოდა აგრესიული, კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სისხლის და სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია, სხვადასხვა სახის დამხმარე თერაპია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ამ ფონზე განვითარებული მძიმე, პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები სისხლის შემადედებელ სისტემაში", - ნათქვამია იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 6 წლის საბა კიწმარიშვილი იაშვილის კლინიკაში წუხელ გარდაიცვალა.
 
2299 /
19 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები