საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ესპანეთში ბარსელონაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 30 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა. ირკვევა, რომ ამ სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლი 30 წლის გიორგი პავლიაშვილია, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ესპანეთში, მშობლებთან ერთად, ცხოვრობდა.
ახლობლების თქმით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გიორგი პავლიაშვილი საქართველოში არ ყოფილა და საბუთებს აგროვებდა სამშობლოში თავისუფალი მიმოსვლისთვის.
რა მოხდა ბარსელონაში და რამ იმსხვერპლა ახალგაზრდა კაცი? – გვესაუბრება გიორგი პავლიაშვილის ახლობელი:
– გიორგის გარდაცვალება ჩვენთვის, მისი საახლობლოსთვის უდიდესი ტრაგედიაა. ის ჩვენი ღიმილის ბიჭი იყო. ვინც მას არ იცნობდა, უფრო მოსიყვარულე და ერთგულ ადამიანს გვერდით ვერ ინატრებს. თანაც საოცარი სულიერი სამყარო ჰქონდა: საქართველოს მთები და ტბები სულ საკუთარი ფეხით ჰქონდა მოვლილი. გიჟდებოდა ჩვენს ეკლესია-მონასტრებზე… გიორგის ბიძაშვილი, ისიც სულ ახალგაზრდა, ვანიკო კვალიაშვილი 9 აგვისტოს დაიღუპა აგვისტოს ომში.
გიორგის მშობლები ათეული წლების წინ წავიდნენ ესპანეთში, თითქოს ცხოვრება აიწყვეს და უნდოდათ, რომ შვილებიც წაეყვანათ. გიორგის და ადრევე წავიდა და ესპანეთში მიიღო უმაღლესი განათლება, მაგრამ გიორგი არ წავიდა, – სამშობლოში უნდა ვიცხოვროო. სკოლაც თბილისში დაამთავრა და უნივერსიტეტიც. ოჯახიც აქ შექმნა, უკვე 10 წლამდე გოგონა ჰყავს… ესპანეთში მაშინ წავიდა, როცა იძულებული გახდა, როცა ნახა, რომ ფეხი ვერსად მოიკიდა, ოჯახიც დაენგრა და გაქცევის გარდა თითქოს გზა აღარც დარჩა.
– ზუსტად რატომ მოხდა ჩხუბი, არავინ იცის, გიორგის ვინც იცნობდა, იცის, რომ ჩხუბის დროს მარტო არავის დატოვებდა და მეგობრის გამო თავს შეაკლავდა მოწინააღმდეგეს. როგორც ამბობენ, ათობით ბოშა ურტყამდა 2 ქართველს, გიორგი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, ვერაფერი უშველეს, სამწუხაროდ… ახლა სამუდამოდ მიაბარებს საქართველოს თავის სხეულს. გული შემტკივა გიორგის გოგონაზე, რომელიც მამის ნახვაზე ოცნებობდა და ვეღარასოდეს ნახავს. გიორგის დედ-მამაზე, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს შვილების გასაძლიერებლად, მაგრამ…
კვირის პალიტრა
 
2978 /
13 აგვისტო 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები