SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ: ვრცელდება სკანდალური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილზე

სასწრაფოდ: ვრცელდება სკანდალური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილზე

ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა - რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე ვერ დაგიცავ - გეოგრაფიის გამო,- აცხადებს "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი. „ამერიკის ხმა“ სტივ ჰედლისთან 2018 წლის ინტერვიუს იხსენებს.
„მახსოვს ომამდე თეთრ სახლში სააკაშვილის ვიზიტი და პრეზიდენტ ბუშთან მისი შეხვედრა ოვალურ ოფისში. მედიის თანდასწრებით პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სააკაშვილის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და როცა შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა - რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ - გეოგრაფიის გამო,- ამბობს სტივ ჰედლი.
ჟურნალისტის კითხვაზე, გააფრთხილა თუ არა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილი, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მარტო დარჩებოდა, სტივ ჰედლი პასუხობს:
,,მარტო დარჩები არა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მას მივატოვებდით, არამედ იმ რეალობის გამო, რომელიც ჩვენთვის ძალიან გაართულებდა იმის შეჩერებას, რაც რუსეთმა გააკეთა. ეს თანმიმდევრული მიდგომა იყო პოლიტიკასთან, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილს მანამდე გაუცხადა. კონდი რაისი თბილისში სწორედ ამ გზავნილის გასამეორებლად ჩავიდა. ეს მართალია“, - განაცხადა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილმა მრჩეველმა.

 

2265 /

13 აგვისტო 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები