პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური ხეირიანად და IQ ბიძინას პინგვინის დონეზე აქვს და ერთი მაინტერესებს, რომელ ენაზე და რანაირად შეიძლება აზრი გამოეტანა ჩემი ინტერვიუდან - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ექს-პრეზიდენტი მისი ხმაურიანი განცხადებებით ისტორიას ამახინჯებს.
"კუმ ფეხი გამოყოო... ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური ხეირიანად და IQ ბიძინას პინგვინის დონეზე აქვს და ერთი მაინტერესებს, რომელ ენაზე და რანაირად შეიძლება აზრი გამოეტანა ჩემი ინტერვიუდან.
და კიდევ, ეს ის დედაკაცია, რომელიც მისი პატრონის დავალებით თავისი ქვეყნის დაცვისთვის ქართველი ჯარისკაცების გასამართლებას საჯაროდ ლობირებს ჰააგაში და ეს უკვე აშკარად სცდება ოლიგარქის ზოოპარკის თავშესაქცევი თამაშების ფარგლებს", - წერს სააკაშვილი.
"ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის" მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა 11 წლის წინანდელი საომარი მოქმედებების შეფასების დროს მწვავედ გააკრიტიკა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, რომელიც 2008 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი იყო და სწორედ მისი შუამავლობით გაფორმდა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სააკაშვილმა ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, ასევე უარყოფითად შეაფასა გერმანიის როლი და ევროპა ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
სააკაშვილის ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სააკაშვილის ინტერვიუმ გადაკვეთა ყველა ზღვარი და ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს"
 
1133 /
11 აგვისტო 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები