სამართალი
10 აგვისტო 2019
სიახლეები:
“ივანიშვილი წავიდა ვაბანკზე და მიდის ბოლომდე,” – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზალიკო უდუმაშვილი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ დევნას. მისი თქმით, ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს, რაც ნიშნავს, რომ მას აპატიმრებენ. ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პირად შურსიძიებაზეა გადასული.“რა მნიშვნელობა აქვს ახლა პროკურატურა 100 ლარს დააწესებდა გირაოს, 80 ათას ლარს თუ ნახევარ მილიონს, ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ნიკა გვარამიას განცხადება, რომ ის არ აპირებს არანაირი თანხის გადახდას გირაოს სახით. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას აპატიმრებენ. სწორედ ეს არის დიქტატურა და დიქტატურის პირველი მაჩვენებელი არის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს. რეპრესიები, როგორც ჩნს, გაგრძელდება და შეხება ყველას, ვინც დღეს ივანიშვილის ოპონენტს წარმოადგენს. თუმცა მინდა, გავაფრთხილო „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, რომ ყველას ნამდვილად ვერ დაგვიჭერთ და საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გააკეთებს საკუთარ არჩევანს,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
 
2555 /
10 აგვისტო 2019
სხვა სიახლეები:
სამართალი
10 აგვისტო 2019
სამართალი
04 აგვისტო 2019
სამართალი
25 ივლისი 2019
სამართალი
24 ივლისი 2019
სამართალი
18 ივლისი 2019
სამართალი
09 ივნისი 2019
კომენტარები