SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

რა ემუქრება ნიკა გვარამიას თუ გირაოს არ გადაიხდის

რა ემუქრება ნიკა გვარამიას თუ გირაოს არ გადაიხდის

„თუკი დღეს სასამართლო ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთი ღონისძიებას გამოიყენებს გირავნობას და განუსაზღვრავს კონკრეტულ ვადას ფულადი თანხის, ან ქონებრივი უზრუნველყოფისთვის და ეს ვადა ისე გავა, რომ ნიკა გვარამია არ შეასრულებს სასამართ;ლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, ან აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების საკითხი", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" იურისტი ლევან ალაფიშვილი „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე.

„საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე. პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო", - წერს გვარამია „ფეისბუქზე".

ალაფიშვილი ამბობს, რომ პროკურატორის მოთხოვნა და კონკრეტული თანხა არ ნიშნავს, რომ სასამართლო ამას გაიზიარებს.

„აქვე აუცილებლად უნდა გავითვცალისწინოთ, რომ პროკურატურის მოთხოვნა და კონკრეტული ციფრი 80 ათასი არ ნიშნავს, რომ სასამართლო მას გაიზიარებს. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა არა მხოლოდ ნაკლები შეუფარდოს, არამედ შესაძლოა სასამართლომ სხვა აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს, სხვა ნაკლებად მძიმე ან საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვას. ასე რომ, ეს არის მხოლოდ პროკურატურის მოთხოვნა და არა სასამართლოს გადაწყვეტილება", - განიცხადა ალაფიშვილმა „რეზონანსს".

მან გირაოს გადახდის ვადებზეც ისაუბრა.

„გირაოს გადახდის დრო სასამართლოზეა დამოკიდებული და იმ თანხის მოცულობაზე, რომელსაც თავად განსაზღვრავს სასამართლო. დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში არის როგორც წესით ასეთი გირაოს გადახდისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა.

„აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გირაო აუცილებლად არ ნიშნავს მხოლოდ ფულად შენატას, ეს ნიშნავს ფულად შენატანს, ქონებრივ უზრუნველყოფას, ან ფულად შენატანს და ქონებრივი უზრუნველყოფის კომბინაციას", - ამბობს ალაფიშვილი „რეზონანსთან".

წყარო: resonancedaily.com

 

1136 /

10 აგვისტო 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები