უბედური შემთხვევა: საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის დროს ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ინფორმაციას ტელეკომპანია Alpha ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, თესალონიკში, სელევკიდონის ქუჩაზე ქართველი მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა.
როგორც პოლიცია აცხადებს, ის ბინაში საქურდლად იყო შესული და მეორე სართულიდან გადმოვარდა.
საქართველოს 33 წლის მოქალაქე დაცემის შედეგად დაიღუპა და ნაქურდალიც იქვე აღმოაჩინეს.
georgians.gr
1,586 ნახვა
10 აგვისტო 2019
კომენტარები