პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გუგული მაღრაძეს, ქართველი ხალხის სიღარიბეში ეჭვი ეპარება. ამის შესახებ გუგული მაღრაძემ “იბერიის” პირდაპირ ეთერში განახადა. წამყვანმა მას მზარდ სიღარიბეზე ჰკითხა, რაზეც გუგული მაღრაძემ საკმაოდ უცნაური პასუხი გასცა. „თბილისში ვერ გაგვიგია, იმიტომ რომ თითო ოჯახს სამი და ოთხი მანქანა ჰყავს. ამდენი მანქანა მე არ ვიცი, სადმე ვინმეს ჰყავდეს, ხანდახან ეჭვი მეპარება ამაში (სიღარიბეში). კი, როგორ არა, არიან ადამიანები, ვისაც უჭირს, მაგრამ არც ისე ცოტა კატეგორიამ ადამიანებისა მოახერხა ისე, რომ აქვთ შესაძლებლობა – საჭმელი, სასმელი, რაღაცა ესეთი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ როგორც ერთმა თქვა, ვისაც შეძლება აქვს, იმას მეტი ჰქონდეს და ვინც ღარიბია, იმან მოახერხოს და უფრო შეძლებულებში გამოვიდეს. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“, – აღნიშნა მაღრაძემ. პირდაპირ ეთერში ამ პასუხის შემდეგ, კვლავ გაიხსენეს გუგული მაღრაძის ცნობილი კომენტარი პროდუქტების ფასების შესახებ, რაზეც მაღრაძემ განაცხადა, რომ შეუძლია ნებისმიერ წაჰყვეს მას ბაზარში და ნახოს როგორ ყიდულობს საკვებს.
 
2484 /
09 აგვისტო 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები