საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ოზურგეთში, აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის საფლავიდან 2 ვერცხლის შანდალი მოიპარეს.
ამის შესახებ "გურიის მოამბისთვის" ამ წუთებში გახდა ცნობილი.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ომში დაღუპული გმირის საფლავზე დღეს მისულ მის მეგობრებს სასანთლეები წაღბული დახვდათ.
"ზუსტად არ ვიცით როდის წაიღეს, მაგრამ, დღეს რომ მოვედით აქ, ეს ვერცხლის შანდლები ადგილზე არ დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ სხვა საფლავებიდანაც წაღებულია ალუმინის მასალები, როგორც ჩანს მასიურად იძარცვება საფლავები"-გვითხრა აგვისტოს ომის მონაწილემ და ოზურგთის საკრებულოს დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ.
ცნობისთვის, ოზურგეთში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჭირისუფალს საფლავები გაძარცვული ხვდებათ.
ამის შესახებ ჩვენ არა ერთი წერილი მოგვიმზადებია. თუმცა, დამნაშავის დაკავების შესახებ შსს-დან ინფორმაცია არ ვრცელდება.
ფოტოები ადგილიდან.
წყარო, "გურიის მოამბე".
 
1006 /
08 აგვისტო 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები