თბილისის დრო
სიახლეები
შემთხვევა
📅 05 აგვისტო 2019 👁 1,602 ნახვა

სამწუხარო ინფორმაცია: ქობულეთში ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შესული მამაკაცი დაიხრჩო

სამწუხარო ინფორმაცია: ქობულეთში ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შესული  მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყავნას გულისხმობს.

interpressnews.ge

 

1,602 ნახვა

05 აგვისტო 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები