SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ: რუსთავი 2 ის საქმეზე სამ ქვეყანაში სასამართლო დავა იწყება

სასწრაფოდ:  რუსთავი 2 ის საქმეზე სამ ქვეყანაში სასამართლო დავა იწყება

სამი სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი ორგანო „რუსთავი2“-ში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი საუბრობს.

„ნიკა გვარამია სამართლებრივ დავას ბრიტანეთის არბიტრაჟზე კონტრაქტის დარღვევის გამო დაიწყებს, რადგან მის კონტრაქტში დაკონკრეტებულია, რომ დავის წარმოშობის შემთვევაში, დავა გაგრძელდება ინგლისის აბიტრაჟზე.

გარდა ამისა, ყოფილი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები და კომპანია „საქართველო“ საქართველოს სასამართლოს უსაფუძლო გამდიდრების საფუძვლით ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ მიმართავენ, რადგან  ახლა ის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც "რუსთავი 2"-ს აქვს, ხალვაშს არ ჰქონია. თუმცა, ქართული სასამართლოს წყალობით საკმაოდ სოლიდური ქონება დაუგროვდა. ხალვაშის დროს ტელევიზია ნაქირავები ბინიდან მაუწყებლობდა.

მეწილეები კომპანიის დავას სტრასბურგის დიდ პალატაშიც გააგრძელებენ“  - აცხადებს "პრაიმტაიმთან" მურადაშვილი.

 

 

2118 /

04 აგვისტო 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები