SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ქართულსა და ინგლისურში უმაღლესი შეფასება მიიღო

ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ქართულსა და ინგლისურში უმაღლესი შეფასება მიიღო

დღეს შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა უცხოური ენის შედეგები გამოაქვეყნა. mshoblebi.ge გაგაცნობთ აბიტურიენტს, რომელმაც ინგლისურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ანდრო ჭედიამ თბილისის მე-10 საჯარო სკოლა დაამთავრა. უმაღლესი განათლების მიღებას კი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში გეგმავს. როგორ მიაღწია შედეგს და რას ფიქრობს სკოლის სისტემაზე წარმატებული აბიტურიენტი, წაიკითხეთ ინტერვიუში.

– ელოდი ასეთ მაღალ შედეგს?
– ინგლისურში ველოდი უმაღლეს შეფასებას. ქართულის ნაწერითაც კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ რადგან ის არ არის ზუსტი

 

მეცნიერება და გამსწორებელზე ხარ დამოკიდებული, ალბათ, არავინ არ ელოდება უმაღლეს შეფასებას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საგნის საგამოცდო ტესტი მცირედით შეცვლილი იყო, სირთულე არ შეუცვლიათ.

– ოჯახი ელოდა?
– ყველა შოკშია, არ ელოდნენ უმაღლეს შეფასებებს. მეუბნებოდნენ, 1-2 ქულა მაინც დაგაკლდებაო.

– როგორ მიაღწიე ასეთ მაღალ შედეგს, ემზადებოდი?
– ამისთვის შრომაა საჭირო. ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდი რეპეტიტორთან. ვთვლი, რომ ჩვენი სასკოლო განათლების სისტემა არ არის იმდენად მყარი და საფუძვლიანი, რომ ბავშვს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად საკმარისი ცოდნა მისცეს. თანაც, ერთ კლასში 30 მოსწავლე რომ გყავს, რთულია ყველა ბავშვს საკმარისი დრო დაუთმო.
ნერვიულობის ფაქტორიც მნიშვნელოვანია და ბევრს უჭირს ამის გაკონტროლება. გამოცდაზე რომ შედიხარ, ყველაფერი გავიწყდება. საბედნიეროდ, ნერვიულობას

 

ჩემთვის ხელი არ შეუშლია.

– როგორც ვიცი, უნარებშიც მაღალი ქულა გაქვს.
– უნარებში 72 ავიღე. ჩემი აზრით, წინა წლებთან შედარებით უფრო გართულებული იყო. იმ ცვლილებასაც მივესალმები, რაც სამინისტრომ დააანონსა. უნარებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული უმაღლესში ჩაბარება, მით უმეტეს, გრანტი არ უნდა ეცემოდეს მისი შედეგის მიხედვით.

– სკოლაში მედალოსანიც ხომ არ ხარ?
– არა. ყველამ ვიცით, რომ მედალოსნობა მაინც უმთავრესად იმიჯის შექმნა-შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული. პირადად მე არც მქონდა მაგის ინტერესი და შესაბამისად არც ვიმსახურებდი. არც ვიცი ზუსტად, რა ქულები მყავდა, რადგან ჟურნალში სამი წელია არ ჩამიხედავს, იქ ჩემთვის საინტერესო არაფერი ხდებოდა.

– მეოთხე საგნად რა ჩააბარე?
– ხუთი საგანი ჩავაბარე, მეოთხე და მეხუთე საგნად – მათემატიკა და ლიტერატურა. მათემატიკა უფრო მოთხოვნადია, ლიტერატურა - მიყვარს. უმაღლეს ქულაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ორივეში მაღალ ქულას ველოდები.

მარიამ ტურძილაძე

mshoblebi.ge

 

1251 /

03 აგვისტო 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები