პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ მესხეთის თეატრში შეკრებილ პარტიის მხარდამჭერებს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაუკითხა, რომელმაც შეკრებილები აატირა.
„ვანოს კალიგრაფია კარგი არ ჰქონდა, არც მჭევრმეტყველი იყო, მაგრამ საქმიანი კაცი იყო“, - განაცხადა უგულავამ მერაბიშვილის წერილის წაკითხვამდე.
წერილის შინაარსმა არა მხოლოდ დარბაზში მჯდომი მერაბიშვილის დედა ჟენია მერაბიშვილი, არამედ პარტიის მხარდამჭერებიც აატირა.
„ჩემო მეგობრებო, მიხარია, რომ ყველანი ერთად და მხნედ ხართ. მიხარია, რომ ყველაფრის მიუხედავად, განწყობილი ხართ ბრძოლისთვის. დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, არის საფრთხე, რომ ახალციხემ დაკარგოს ისტორიული ფუნქცია, ანუ დაკარგოს ქალაქის ფუნქცია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალაქი დეგრადაციის მიმართულებით მიდიოდა. სამწუხაროდ, მე მხოლოდ ბოლო წლებში მოვიცალე ახალციხისთვის, რასაც ძალიან ვნანობ.
ბოლო წლებში გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, ახალციხეში შემოვიდა ბუნებრივი აირი, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, აღდგა რაბათის კომპლექსი. დაიწყო ახალი კორპუსების მშენებლობა, მაგრამ სამწუხაროდ გეგმები ბოლომდე მისაყვანია. გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ მოვასწარი.
დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან თქვენთან ერთად, დაწყებულს ბოლომდე მივიყვან და ჩვენ ქალაქს და რეგიონს მოწინავედ ვაქცევ. განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, შევქმნით სამუშაო ადგილებს და ჩვენი ხალხის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გავზრდით, ახალციხის ქალაქის ფუნქციის გაუმჯობესებით.
რაც შემეხება მე, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ბავშვობაში რომელი წიგნებიც არ იყო ახალციხის ბიბლიოთეკაში, იმ წიგნებს დღეს ვკითხულობ. ისე, კაცმა რომ თქვას, ახალციხელი და თანაც უდელი, თბილისში რომ ჩავა და ქართველებს „ჭკუას დაარიგებს“, დასაჭერი ნადვილად არის.
გისურვებთ წარმატებას და მიხარია, რომ თქვენ ხართ უამრავი“.
 
2137 /
02 აგვისტო 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები