SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ზაზა სარალიძის სკანდალური ინტერვიუ ის, რაზეც მას არასოდეს უსაუბრია

ზაზა სარალიძის  სკანდალური ინტერვიუ  ის,  რაზეც მას არასოდეს  უსაუბრია

ზაზა სარალიძემ გაზეთ “ალიას" საინტერესო ინტერვიუ მისცა და ბევრ ისეთ ფაქტზე ისაუბრა, რომელზეც საზოგადოებას ბოლო პერიოდში კითხვები დაუგროვდა:

“კუპ­რა­ვა ჩემი სა­უ­კე­თე­სო ძმა­კა­ცის ცო­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია, ად­რეც ვიც­ნობ­დი, ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მერე კი არ გა­მიც­ნია?! სი­მარ­თლეს გე­ტყვი, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბო­და, არ მი­მე­ცა კუპ­რა­ვას­თვის და სხვა “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის” გვერ­დით დგო­მის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­შინ მე არ ვფიქ­რობ­დი ამა­ზე და არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ერ­თა­დერ­თი რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იყო სი­მარ­თლის პოვ­ნა.

გავიდა დრო და ერთი-ერ­თზე ვის­ხე­დით მე და კუპ­რა­ვა კა­რავ­ში, ეს ის პე­რი­ო­დია, ბო­დი­ში და თავ­ზე რომ გა­დაი…ს გინ­და თუ არა მთავ­რო­ბა გა­დად­გე­სო… და­ვის­ვი, მო­მის­მი­ნე – სის­ტე­მის შეც­ვლას­რომ ვი­თხოვ, ვი­ნაა სის­ტე­მა, მთავ­რო­ბა არაა? სის­ტე­მა თუ შე­იც­ვლე­ბა, მთავ­რო­ბის შეც­ვლა არ გა­მო­დის? მთავ­რო­ბა გა­დად­გეს რომ იძა­ხი, ეგ ისე ჟღერს, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ას ვი­თხოვთ, ასე და­ი­გებს ხალ­ხი და ეგ არ მინ­და-მეთ­ქი. წა­მოხ­ტა – მე ამ საქ­მი­დან, თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბი ძმა­ოო!

გა­და­მე­კე­ტა მა­შინ, გა­და­მე­ფა­რა თვალ­ზე რა­ღაც, ერთი წა­ვუ­თა­ქე კი­დეც და მანდ დამ­თავ­რდა ჩემი კუპ­რა­ვას მი­მართ ნდო­ბა. მე­ტიც, ყვე­ლას მი­მართ დამ­თავ­რდა ნდო­ბა, ყვე­ლას ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი. მარ­თა­ლია, ვი­ცო­დი და ვგრძნობ­დი, რომ მი­ყე­ნებ­დნენ და ყვე­ლა რა­ღა­ცას ელო­და ჩემს გვერ­დში დგო­მის­გან – სუ­ლე­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რა­ღაც გინ­დო­დეს და ეს რა­ღაც, სის­ტე­მის შეც­ვლა იყოს ახ­ლით – სხვაა და თა­ნამ­დე­ბო­ბას რომ ელო­დე­ბი ჩემი მოკ­ლუ­ლი შვი­ლის სის­ხლით და რომ მა­ვალ­დე­ბუ­ლებ, ისე მო­ვიქ­ცე მეც, რომ შენ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა უეჭ­ვე­ლად მოგ­ცენ, მა­გას რა და­ვარ­ქვა აღარ ვიცი!

იცო­და გვა­რა­მი­ამ, რომ ამა­ზე და კი­დევ ბევრ რა­მე­ზე ვი­სა­უბ­რებ­დი და ამი­ტომ არ და­მა­ცა­და სა­უ­ბა­რი. ასე დაწ­ვრი­ლე­ბით არა, მაგ­რამ ვა­პი­რებ­დი იმ ეთე­რით ამ ამ­ბე­ბის მო­ყო­ლას. გვა­რა­მია ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნე, ცდი­ლობ­და ის მეთ­ქვა, რაც მას აწყობ­და.

ვერ გა­მო­მიყ­ვან­და მოთ­მი­ნე­ბი­დან გვა­რა­მია, რაც მე ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­ვუ­ძე­ლი, გვა­რა­მია რას და­მაკ­ლებ­და, მაგ­რამ სა­ნამ მე სტუ­დი­ა­ში შე­ვი­დო­დი, თუ გახ­სოვთ პატ­რი­არ­ქი მო­იხ­სე­ნია ცუ­დად და მა­გან გა­და­მიყ­ვა­ნა ჭკუ­ი­დან. არა­ვის სარ­წმუ­ნო­ე­ბას არ ვე­ხე­ბი. მე მიყ­ვარს ჩემი პატ­რი­არ­ქი. პატ­რი­არ­ქი რომ არა, არ ვიცი რა მოგ­ვი­ვი­დო­და. ძა­ლი­ან ხში­რად ესიზ­მრე­ბა ნა­თი­ას. როცა პატ­რი­არ­ქი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბით, ორი­ვე დიდ ძა­ლას ვგრძობთ. ეს უფ­ლის­გან მო­მა­ვა­ლი ძა­ლაა. არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას ჩემს სარ­წმუ­ნო­ე­ბას და ჩემს პატ­რი­არ­ქს აუ­გად შე­ე­ხოდ…” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

1604 /

01 აგვისტო 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები