SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში „ რუსთავი2 ” -ში, ტელეკომპანიას თანამშრომლები ტოვებენ

სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში „ რუსთავი2 ” -ში, ტელეკომპანიას თანამშრომლები ტოვებენ

ქიბარ ხალვაშმა არხზე დაცვის ახალი თანამშრომლები მიიყვანა, რომლებმაც თავიანთი საქმიანობის შესრულება უკვე დაიწყეს. მისივე თქმით, ყველა მოქმედი თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნდება.

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში აღარ გავა, რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა არხი და ბოლო შემთხვევა არის ეს 

კერძოდ, ტელეკომპანია "კურიერის" ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ დატოვა.
 
ამის შესახებ ცხომელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებას მან ივნისში მიიღო.
 
“13-წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა. ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე. სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა “რუსთავი 2“-ს გამოცდილებისათვის. პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები. ერთი ვიცი, ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ" - დაწერა თეონა ცხომელიძემ.
 
თეონა ცხომელიძე “რუსთავი2“-ში 2006 წლიდან მუშაობდა და “კურიერის“ საპარლამენტო კორესპონდენტი იყო.

 

 

5184 /

01 აგვისტო 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები