პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
საპენსიო სააგენტოს სახელით სოციალურ ქსელში ახალი თაღლითური ვებგვერდი ვრცელდება, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი დაგროვებული პენსიის შემოწმებას სთავაზობს.
აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში კი საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს.
საპენსიო სააგენტოში კი აცხადებენ, რომ საპენსიო დანაზოგის შესამოწმებლად საბანკო ბარათი ან ანგარიში ნომერი საჭირო არ არის. ამასთან, სააგენტო აფრთხილებს ყველა მომხმარებელს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს.
„საპენსიო სააგენტო ყველა მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისათვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათის და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეყავს“, – აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააგენტოს სახელით მსგავსი თაღლითური ვებგვერდი იქმნება. თუმცა, როგორც ცნობილია, წინა შემთხვევები უკვე აღმოიფხვრა.
 
1183 /
30 ივლისი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები