SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ამას არავინ ელოდა საქართველოს მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება

ამას არავინ ელოდა საქართველოს მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება

რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენებს, გორში მიწა 1 ლარად გადასცეს. ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია „ეკო ჯორჯიას”, რომელიც გორში პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს, მიწა ერთ ლარად გადაეცა.

„ეკო ჯორჯიას” წილების 66%-ის მოფლობელები რუსეთის მოქალაქეები არიან. რესგიტრაციის მიხედვით, მოსკოვში ცხოვრობენ. დანარჩენი 34% კი, – საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქალაქ გორში, სუხიშვილის ქუჩა N2-ში, სამრეწველო ზონაში, ბიოდეგრადირებადი პარკების მწარმოებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 1 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდება. ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ეკო ჯორჯიას” სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 5550 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა.

 

 

 

1308 /

29 ივლისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები