პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
უკრაინის ცესკომ, საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიას "ახალ ძალთა მოძრაობას" ფინანსური დართვევები აღმოუჩინა, ცესკოს ინფორმაციით, დარღვევები პოლიტიკური პატიის საარჩევნო ფონდებში ფულადი სახსრების ჩარიცხვებსა და მოხმარებასთან დაკავშირებით იკვეთება.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან"ამბობს, რომ პარტიის დარღვევებთან დაკავშირებით რა ფაქტებს გამოავლენენ, წინასწარ საუბარი ძნელია,თუმცა, პოლიტოლოგისვე თქმით, ფაქტია ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხრეებს მოუწოდა, რომ ხმა ვლადიმირ ზელენსკის პარტიისათვის მიეცათ.
"რეზონანსი": უკრაინის ცესკომ სააკაშვილის პარტიას დარღვევები აღმოუჩინა, თქვენი ინფორმაციით რა დარღვევებზეა საუბარი?
ნიკა ჩიტაძე: უკრაინის ცესკო ალბათ განაცხადებს რა ტიპის ფინანსური დარღვევები იყო წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელების პროცესში, ერთადერთი, ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწოდა თავის მომხრეებს, რომ მათ ხმა მიეცათ ზელენსკის პარტიისათვის.
აქედან გამომდინარე მისმა მომხრეებმა სწორედ, რომ ზელენსკის პარტიას დაუჭირეს მხარი, ანუ შესაბამისად საერთო ჯამში ზელენსკის პარტიამ მიიღო ხმათა 42% .
რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებს, საბოლოო ჯამში აუდიტის სამსახური თუ უკრაინის ცესკო ამაზე პასუხს გაგვცემს.
"რ":როდესაც პარტიას ფინანსურ დარღვევებთან აქვს ხოლმე საქმე, შემდგომში ამ პარტიის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებენ , რა პერპექტივები ექნება ამის შემდეგ სააკაშვილს და მის პარტიას უკრაინაში?
ნ.ჩ: მაინც მგონია, რომ მას ექნება გარკვეული პერსპექტივები, ვიცით, რომ უკრაინაში უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, მე პირადად მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მისი პარტია იქნება კოალიციაში მმართველ პატიასთან, საერთო ჯამში კი არ არის გამორიცხული ამ ორი პარტიის გაერთიანება.
"რ":თუ კოალიციაში შევა სააკაშვილის პარტია ზელენსკის პარტიასთან, როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება საქართველოსა და უკრაინის მმართველ გუნდებს შორის?
ნ.ჩ: თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებ, არ უნდა მიაქციო ყურადღება კონკრეტული პიროვნებას, რომელიც შენთვის მიუღებელია რა თანამდებობას იკავებს პარტნიორ ქვეყანაში,
ამ შემთხვევაში წინა პლანზე უნდა დააყენო ქვეყნის ინტერესი, უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ორივე ქვეყანა მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, ორივე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრია და უკრაინა უკვე რამდენიმე წელია შედის საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორების ათეულში.
რეალურად მე პირიქით მგონია, რომ საქართველოს მთავრობისა და უკრაინის მმართველ გუნდს შორის უნდა გამტკიცდეს ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლბაში შესაძლებელია ვიწროპარტიული ინტერესები უფრო მაღლა დააყენონ, რასაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
იმ პერიოდში ვიცით, რომ ოფიციალური კავშირები ამ ორ ქვეყანას შორის არ არსებობდა. უკრაინას სამი წლის განმავლობაში არ ჰყავდა დანიშნული ელჩი საქართველოში, იყო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში მოხდა მას შემდეგ, როდესაც სააკაშვილი გადავიდა პოროშენკოს ოპოზიციაში.
ბუნებრივია უკრაინასთან საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა სჭირდება, ბევრი საერთო ინტერესის გამო. ევროპულ სტრუქტურებში ინტერესი, კონფლიქტები იმიტომ, რომ ორ ქვეყანამ ერთმანეთს გაუზიაროს გამოცდილება კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, ამ პრობლემას მაგალითად აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს გააჩნია თავისი სპეციფიკა.
 
1000 /
29 ივლისი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები