SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

რუსეთში 3 მილიონი ჰექტარი ტყე იწვის

Loading...
რუსეთში 3 მილიონი ჰექტარი ტყე იწვის

ციმბირის ტყეში უკვე რამდენიმე დღეა მასშტაბური ხანძარია. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის სამ მილიონ ჰექტარ ტერიტორიაზეა მოდებული.

რთული მდგომარეობაა ირკუტსკის, იაკუტიისა და კრასნოიარსკის ოლქებში.

გარემოსდამცველები რუსეთის ხელისუფლებას არასათანადო რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად არ ხდება საკმარისი რაოდენობის მაშველების და ტექნიკის მობილიზება.

მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებსაც უახლოვდება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

296 /

28 ივლისი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...