SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ: რუსმა ქართველი პატიმარი ციხეში ცემით მოკლა

სასწრაფოდ: რუსმა ქართველი პატიმარი ციხეში ცემით მოკლა

საბერძნეთის ციხეში დაპირისპირებისას რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა. ქალაქ ნიგრიტას ციხეში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ და 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი ცემით მოკლა. ციხის ხელმძღვანელობის ცნობით, ისინი თანასაკნელები იყვნენ.

 

საქართველოს მოქალაქე ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს. მათი თქმით, თავისა და კისრის არეში მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ორივე პატიმარი სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

როგორც imedinews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქართული მხარე ელოდება საბერძნეთის ოფიციალური უწყებების მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ოფიციალურ დადატურებას.

„კონსულს ჰქონდა კომუნიკაცია ციხის მორიგე ჯგუფთან. ამ ეტაპზე ველოდებით ციხის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, რადგან მათი ნებართვის გარეშე ინფორმაცია არ გაიცემა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

1141 /

27 ივლისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები