საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ფოტოხელოვანმა, ლელი ბლაგონრავოვამ ბავშვისთვის ნაყიდ ტორტში ბისკვიტის ნაცვლად, პენოპლასტი აღმოაჩინა.
როგორც ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში წერს, როცა გამყიდველს ჰკითხა, თუ რატომ ღირდა ასეთი ძვირი ტორტის მოსართავი, უპასუხეს, რომ ის მთლიანად მარცეპანი იყო და იჭმეოდა.
ფოტოგრაფმა ტკბილეული საკონდიტრო მაღაზიათა ქსელ “კარამელში” შეიძინა.
“გუშინ, ანდრიას ვუყიდეთ ტორტი, გასაფორმებლად დამატებით მარცეპანისგან ჭიამაიაც დავუმატეთ. მაღალ ფასსზე (12 ლარი ჭიამაია) რომ დავიწუწუნეთ, პასუხად მარცეპანია სულ და იჭმევაო, იმიტომ ღირს ძვირიო, მეუბნება გამყიდველი. მოკლედ ბევრი ნერვიულობის შემდეგ დღეს მივუტანეთ და იქით გვეჩხუბნენ სულ ესეაო და არ იცოდითო? არა ბატონო, არ ვიცოდით რომ ტორტების მაღაზიაში ბისკვიტის მაგივრად შეიძლება პენოპლასტი იყიდოთ”, – წერს ლელი ბლაგონრავოვა.
როგორც ფოტოგრაფის მეორე პოსტიდან ირკვევა, მას საკონდიტროდან არავინ გამოხმაურებია და მეტიც, ისინი ცდილობდნენ მას სიცრუე დააბრალონ.
“იმის მაგივრად საკონდიტრომ, როგორც მინიმუმ ბოდიში მოიხადოს, გადაწყვიტა ბოტებივით თავის “ახლობლებს” ერთი და იგივე ტექსტით სიცრუე დამაბრალოს”, – წერს ლელი ბლაგონრავოვა.
 
1851 /
27 ივლისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები