„დღეს, ბოლო, ჩემი გია ჯაჯანიძის სხვა რაკურსია იმედის არხზე”- გია ჯაჯანიძე იმედს ტოვებს ?
გადაცემა „სხვა რაკურსის“ წამყვანმა გია ჯაჯანიძემ, მომავალი გადაცემის ანონსში თქვა, რომ ეს მისი ბოლო გადაცემაა.
„დღეს, ბოლო, ჩემი გია ჯაჯანიძის სხვა რაკურსია იმედის არხზე“, - ამბობს წამყვანი გადაცემის ანონსში.
„პრაიმტაიმი“ ამ თემასთან დაკავშირებით, გია ჯაჯანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ გადაცემის გამოსვლამდე არაფერს კონკრეტულს არ იტყვის.
- სანამ გადაცემას არ ნახავთ ვერ გეტყვით.
- ეს, სინამდვილეში, სეზონის ბოლო გადაცემაა და ეშმაკობთ რაღაცას?
- გადაცემაში ნახავთ...
- ისე, სცენაში სიცილი გაგეპარათ...
- ეს სიმწრის სიცილია.
1,304 ნახვა
27 ივლისი 2019
კომენტარები