გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
ჩრდილო-მთიან რაიონებში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.
უწყების ცნობითვე, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
კომენტარები