საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
მთაწმინდაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს. ჟურნალისტებმა კახა კალაძეს ჰკითხეს ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია თბილისის მერის დაკითხვა, რატომ არ გატარდა პრევენციული ზომები ფონიჭალაში ორი თვის წინ მომხდარი აფეთქების შემდეგ.
„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ხაბეიშვილს. ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები, რომელთა განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, შეიცავს ერთიან შინაარსს. ამ ადამიანებს არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით. შეხვედრა გვქონდა ბიზნესსექტორთანაც. მათ გავაცანით პროექტი, რომლის მიმართაც საკმაოდ დიდი ინტერესია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 
1823 /
18 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები