27 დეკემბერი 2021
ჯვარი მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტურისტი გარდაიცვალა

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ლახამულასთან მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 1996 წელს დაბადებული ჩინეთის მოქალაქეა.
მომხდართან დაკავშირებით მესტიის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მაშველებმა ცხედარი ხევიდან ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენე
წყარო: პრაიმტაიმი
 
860 /
24 ივლისი 2019
სხვა სიახლეები:
28 ოქტომბერი 2021
16 ოქტომბერი 2021
08 ივლისი 2021
18 ივნისი 2021
14 ივნისი 2021
კომენტარები