SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ: რა განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საქართველოს შესახებ?

სასწრაფოდ: რა განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საქართველოს შესახებ?

რუსეთი არასოდეს მიისწრაფოდა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრის დროს სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, რუსეთში ქართველი ხალხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არის.

„ჩვენ არასოდეს მივისწრაფოდით საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ. სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს, საქართველოს წინა ხელისუფლებამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა და გამუდმებით ცდილობდა, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთქმედება შეეზღუდა. შემდეგ ეკონომიკამ თავისი გააკეთა. ის, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ძალიან კარგად ახსოვს, რამდენად მჭიდრო იყო ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. ახლა ვაჭრობა აღდგა. არ მგონია, რომ ამისგან ვინმე უკმაყოფილებას განიცდიდეს,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

1384 /

24 ივლისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები