SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

სასიხარულო ინფორმაცია, ევროკავშირის საჩუქარი საქართველოს

Loading...
სასიხარულო ინფორმაცია, ევროკავშირის საჩუქარი საქართველოს

ევროკავშირმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნებისთვის მათ შორის საქართველოსთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების  უზრუნველსაყოფად, 13  მილიარდი ევრო გამოყო. აქედან,  საქართველოს 3.417 მილიარდი ევრო  შეხვდება.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხიდან ყველაზე მეტი - 1 მილიარდი  ევრო დაიხარჯება ჩუმათელეთი-არგვეთის პროექტზე, რომელიც ცენტრალურ ავტობანზე ხორციელდება. პროექტს რიკოთის მონაკვეთი აძვირებს, რადგან რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, უღელტეხილზე 96 ხიდისა და 53 გვირაბის მშენებლობაა დაგემილი. მხოლოდ ეს მონაკვეთი მგზავრობის დროს 40 წუთით შეამცირებს.

ფოთიდან სარფამდე ავტომაგისტრალი 241 მილიონი ევროთი  დაფინანსდება, მათ შორის ფოთიდან გრიგოლეთამდე არსებულ მონაკვეთზე 25 მილიონი ევრო დაიხარჯება. ასევე, 101 მილიონი ევრო დაიხარჯება გრიგოლეთი- ქობულეთის მონაკვეთზე, ხოლო ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობას  240 მილიონი ევრო მოხმარდება.

რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალისთვის გამოყოფილია 115 მილიონი ევრო, ალგეთი-სადახლოს პროექტზე კი -  90 მილიონი ევრო დაიხარჯება.

ჯამში, 10 საგაზო პროექტზე, საერთო სიგრძით 280 კმ - 2.087 მილიარდი ევრო დაიხარჯება, 90 კმ-ს სიგრძის რკინიზის 2 პროექტზე კი - 349 მილიონი ევრო.

ასევე, ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილებაც მიიღო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე 333 მილიონი ევროა გათვლილი.  აქედან,  უშუალოდ პორტის მშენებლობისთვის 233 ევრო დაიხარჯება, ხოლო პორტამდე მისასვლელი  საავტომობილო და სარკინიგზო გზების გაყვანაზე დაიხარჯება დანარჩენი 100 მილიონი ევრო.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხიდან 123 მილიონი ევრო ჩაიდება ქუთაისში და 61.5 მილიონი ევროთი  დაფინანსდება ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალის მშენებლობა. ამდენივე თანხა ლოჯისტიკური ცენტრის აშენებაზე დაიხარჯება.

საკრედიტო დაფინანსება ევროკავშირის ახალი პროექტის "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" ფარგლებში მოხდება, რის შესახებაც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არის აღნიშნული.

პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანაში - უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უმთავრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" ღირებულება 13  მილიარდი ევრო იქნება.

18 პროექტიდან 8 მოკლევადიანია, რომელთა დასრულების დრო 2020 წელია. ამ პროექტებზე 1.397 მილიარდი ევრო  დაიხარჯება, დარჩენილ 8 პროექტზე კი 2.020 მილიარდი ევრო. მათი დასრულების საბოლოო თარიღი 2030 წელია.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება ერთობლივი ვალდებულებაა, უზრუნველყოს რეგიონის მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 6 სახელმწიფოდან ყველაზე მეტი დაფინანსება  4.453 მილიარდი,  უკრაინაზეა გამოყოფილი ხოლო  ყველაზე ცოტა  732 მილიონი ევრო  - სომხეთზე.

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შემუშავდა.

წყარო 2020news.ge

 

4959 /

18 იანვარი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...