SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 80 თეთრი ხდება

მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 80 თეთრი ხდება

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის (მეტრო და ავტობუსი) ღირებულება შეიძლება 60%-ით გაიზარდოს. მიზეზი მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებაა, რომელიც მიკროავტობუსებს, მეტროს და ავტობუსებს გააერთიანებს. `მარშრუტკების~ უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი – 50 თეთრი. მერიაში, ამ დრომდე არ ამბობენ, თუ რა იქნება მგზავრობის საერთო ფასი, რადგან შეწონილი ტარიფი დათვლილი ჯერ კიდევ არ არის. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის მიხედვით, ერთიანი სისტემა შეიქმნება, სადაც სამი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისთვის მხოლოდ ერთი ბილეთის აღება იქნება საჭირო.

„ამგვარი ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერთიანი სისტემა შეიქმნება. ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ისე მიკროავტობუსით და მეტროთი მგზავრობა~, - განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში  სრული პრეზენტაცია იგეგმება. ასეთმა აქტიურობამ ბუნებრივად გააჩინა ეჭვი, იმის შესახებ რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრობის ფასი მიკროავტობუსის მომსახურების ღირებულებას გაუთანაბრდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბიუჯეტიდან ისედაც დიდი ფული იხარჯება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, მერიამ დოტაცია გაზარდოს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის საფრთხის წინაშე მდგარმა მერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბიუჯეტს არ აქვს სახსრები, დამატებითი ხარჯი გასწიოს. 

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მას კონკრეტული პასუხი არ აქვს იმის შესახებ, თუ რა ეღირება საერთო ბილეთით ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით მგზავრობა, რომლის დანერგვაც 2021 წლის ზაფხულიდან იგეგმება. ბილეთის საფასურის დეტალური გაანგარიშება ჯერ გაკეთებული არ არის. 

ჟურნალისტების კითხვაზე - შეიცვლება თუ არა სამგზავრო ფასი, ხმალაძე პასუხობს, რომ `შეწონილი ტარიფის განსაზღვრა მოხდება~.

`დღეს ჩვენ ავტობუსებში და მეტროში ინტეგრირებული გადახდის სისტემა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვთქვათ ავტობუსში მგზავრმა მგზავრობის საფასური გადაიხადა, საათნახევრის განმავლობაში, მეტროში გადაჯდომის შემთხვევაში, თანხის გადახდა არ მოუწევს. ამ საათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტით შევძლებთ მგზავრობას. ეს არის 2-წლიანი რეფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უკვე ახალი სისტემით დაიწყებს ფუნქციობას~, - აღნიშნა ხმალაძემ.

ერთიანი საბარათე სისტემის პირობებშიც კი, ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი, გელა კვაშილავა. მისი აზრით, სწორი ადმინისტრირებით და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შემთხვევაში, ტარიფი არ უნდა გაიზაროდოს არც ორი წლის შემდეგ. 

`აუცილებელია შემოვიდეს მგზავრობის ერთთვიანი, ნახევარწლიანი და ერთწლიანი ბარათები. მაგალითად, ბერლინში, სადაც ტრანსპორტიც ბევრად განვითარებულია და ხარჯიც ბევრად დიდია, დაითვალეს და აღმოჩნდა რომ 1 მგზავრობის ხარჯი 1 ევროს არ აღემატება, აღნიშნული სისტემით, რადგან მოქალაქე რამდნიმე ტრანსპორტს იცვლის.  

ველგან მთელ მსოფლიოში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სუბსიდირებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან და ასე უნდა იყოს ჩვენთანაც. უბრალოდ, აუცილებელია სწორი ადმინისტრირება, ხარჯის დათვლა, რათა საბოლოოდ ძალიან დიდი არ გამოვიდეს. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება არ უნდა გაიზარდოს, ეს მოსახლეობაზე მძიმედ აისახება. ამისათვის კი არაერთი გზა არსებობს", - განუცხადა `რეზონანსს" კვაშილავამ.

წყარო: resonancedaily.com

 

8689 /

17 ივლისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები