SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სამწუხარო ინფორმაცია, ავერსისი კლინიკაში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სამწუხარო ინფორმაცია, ავერსისი კლინიკაში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 5 წლის ბავშვი H1N1 გრიპის ვისრუსით დაინფიციდა, ავერსის კლინიკაში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ინფორმაციის გაშუქება, სავარაუდოდ, არასწორად მოხდა.

როგორც ჩვენთან საუბარში „ავრსის“ ემერჯენსის ხელმძღვანელი ხათუნა ებრალიძე ამბობს, ხუთი წლის ბავშვი გუშინ, 17 იანვარს ღამით გარდაიცვალა, თუმცა ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიული ცნობა მათ არ აქვთ. გვიყვება რომ ბავშვი ცერემბლარული დამბლით იყო დაავადებული და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპილეფსიაც ერთვოდა.

„ასეთი პაციენტეპები როგორც წესი , მცირე ბრონხული ან რესპირატორული ინფექციებით იღუპებიან. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს H1N1-ის ვირუსი. თუმცაღა, ამ ბავშვის შემოსვლისთანავე არც გაგვიკეთებია ლაბორატორიული ტესტირება იმიტომ, რომ მაშინვე ჩაერთო გაიდლაინით, პროტოკოლით მოცემულ მკურნალობაში, დაიწყო ანტივირუსული მკურნალობა სხვა დამატებით გამოკვლევებთან ერთად.

უკვე, როცა ამ ატივირუსულ პრეპარატს აძლევ შემდეგ ვეღარ ადასტურებ ამ დაავადებას და არც იყო საჭირო. „ - ამბობს ხათუნა ებრალიძე.

ამ დროისთვის „ავერსის“ კლინიკაში ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევით 4 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

წყარო: marneulifm.ge

 

1865 /

18 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები