შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
სიახლეები:
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა, რომლებიც სავარაუდოდ მძღოლები იყვნენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავებულია 11 ადამიანი. დაშავებულებს შორის არის ორი მცირეწლოვანი – სამი და ხუთი წლის ბავშვები.
ზაალ მიქელაძის განცხადებით, გარდაცვლილები ცოლ-ქმარი იყვნენ. ქმარი ადგილზე, მისი მეუღლე კი, კლინიკაში გარდაიცვალა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციითვე, დაშავებული მცირეწლოვნები გარდაცვლილების შვილები არიან. ტურისტები სავარაუდოდ, ირანელები, ან რომელიმე არაბული ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მათთან ერთად მინივენში იმყოფებოდნენ პოლონეთის მოქალაქეებიც.
„ავარიის შედეგად სულ 13 ადამიანი დაშავდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი, კლინიკაში. მძიმე მდგომარეობაში არიან მათი სამი და ხუთი წლის ბავშვები. ორ ტურისტს დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია. დანარჩენების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. დაშავებულთაგან ორია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რომლებიც სავარაუდოდ მძღოლები იყვნენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ზაალ მიქელაძემ.
 
1002 /
14 ივლისი 2019
სხვა სიახლეები:
შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
16 აგვისტო 2019
კომენტარები