პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
პოლიტიკაში მოსვლის სურვილი მამუკა ხაზარაძემ იმ დროს გააჟღერა, რომ წარმატების შანსიც კი არ დაიტოვა, – აცხადებს “2020NEWS“-თან საუბარში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
ცაგარელის თქმით, ხაზარაძეს ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს პარლამენტში შესასვლელად, რისი თავიდან აცილებაც მარტივად იყო შესაძლებელი.
“მამუკა ხაზარაძე ცხენის წელში დაბადებული თხის რქაა. დაბადებულია 1966 წლის 29 დეკემბერს. წელს მას საშუალო წელიწადი აქვს. მე მის ადგილას არ ვიჩქარებდი და პოლიტიკაში მოსვლის სურვილს მომავალ წელს გავაჟღერებდი. გაუგებრია ისიც, რატომ გადაწყვიტა პარტიაში გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ყოფილიყო.
გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, რა გააკეთა ქვეყნის აღმშენებლობისთვის – გაუგებარია. ამიტომ რაში სჭირდება ხაზარაძეს კვირიკაშვილი, ვერ ვხვდები. მათი ტანდემის წარმატებაში ეჭვი მეპარება.
კვირიკაშვილი მისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ მუხრუჭი. კვირიკაშვილი დაბადებულია 1967 წლის 20 ივლისს -კირჩხიბია. ორივეს აქვთ რთული პერიოდი. ხაზარაძემ ახლა რომ გააჟღერა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება, მე მიმაჩნია, რომ ამით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.
ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ უყურებს ჩემს გადაცემებს. არაერთხელ მითქვამს, რომ 25 ივლისამდე ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია თხის რქისთვის; ჩვენ გავდივართ მზის და მთვარის დაბნელებების დერეფანს. ჩვიდმეტში გვაქვს მზის და მთვარის დაბნელება და ამ ორკვირიან მონაკვეთში კაცი როცა პარტიის შექმნას ოფიციალურად გამოაცხადებს, წარმატების შანსი ექნება ნული. შეგიძლიათ, ეს მას ჩემგან პირდაპირ უთხრათ.
გლეხმაც კი იცოდა საქართველოში, რომ დაბნელებების დერეფანში არც არაფერი უნდა დარგოს და არც უნდა გადარგოს. მზის დაბნელებისას მცენარეებს წყალიც კი არ უნდა დაუსხათ და ხაზარაძემ ეს არ იცის, ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. ეს არ იცის არც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ამიტომ პირდაპირ გეტყვით, ვერაფერსაც ვერ მიაღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წელი მათ აქვთ კარგი, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი მათ იმ დროს გააჟღერეს, რომელიც საშინელი და დამანგრეველია”, – აცხადებს ცაგარელი.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში წარმატების მიღწევის შანსი ხელიდან გაუშვა.
“ხაზარაძეს წარმატების შანსი მაშინ ექნებოდა, წინასწარ კონსულტაცია რომ გაევლო და ეპოვა კარგი პერიოდი იმის გასაჟღერებლად, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. მას უამრავი პრობლემა ექნება, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პარტია ძალიან ცუდ ნეგატიურ პერიოდში დაიბადა“, – აცხადებს ცაგარელი.
შეგახენებთ, ცოტა ხნის წინ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. გავრცელებული ინფორმაციით, ხაზარაძე პოლიტიკურ პარტიას ყოფილი პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დააფუძნებს.
 
1071 /
12 ივლისი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები