გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ავიარეისი ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა.
როგორც გერმანული პრესა წერს, დეპორტირებულთაგან 26 თავშესაფარს საქსონიაში ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო. დანარჩენებს თავშესაფრის მიღება გერმანიის სხვადასხვა მიწაზე სურდათ.
1,829 ნახვა
18 იანვარი 2019
კომენტარები