SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მამუკა ბახტაძე - “ სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა ”

მამუკა ბახტაძე - “ სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა  ”

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიასთან საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ფეხი დაუცდა. „პრაიმტაიმი“ შემოგთავაზებთ პრემიერმინისტრის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებულ ძირითად მესიჯებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა ფეხი დაგვცდომოდა, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა, მართლაც, ჩვენ რაც ვიხილეთ 20 ივნისს, მართლაც ყველა ქართველისთვის, იყო უმძიმესი სანახავი, ძალიან მძიმე. ამან გამოიწვია გულწრფელი პროტესტი ჩვენს მოქალაქეებში და თითოეული ჩვენგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღეს მივეცით ძალიან მკაცრი რეაქცია. ” პოლიციელების არჩევანი, თუ მოვალეობა<„პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა აგრესიას და პოლიციას დარჩა ერთადერთი გზა, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ. ეს იყო უმძიმესი წუთები თითოეული მოქალაქისთვის. დაზარალდნენ მოაქალაქეები, მათი ჯანმრთელობა, დაზარალდნენ ჩვენი პოლიციელები. ეს არ იყო შს სამინისტროს არჩევანი. მათი მოვალეობაა დაიცვან წესრიგი ქვეყანაში.“ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა< „ადამიანის ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი დგას. პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს კონსტიტუციაზე. ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევას. ყველა თანხმდება, რომ ბოლმდე ჩვენი სამართალდამცველები ცდილობდნენ თავიდან აერიდებინათ ეს. როცა პასიური კორდონი ვერ აკავებდა ამ ტალღას, იძულებული იყო გამოეყენებინა ძალა. შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას. ამას სჭირდება დეტალეური გამოძიება. ეს მოითხოვს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. პოლიტიკური შეფასება გაკეთდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ შეფასებას.“ „ჩვენს გუნდში სკამებს არ უფრთხილდებიან „ჩვენი გუნდი პასუხისმგებლობას არ ერიდება. ჩვენს უახლოეს ისტორიაში გადადგა გენერაური პროკურორი და გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე... ჩვენ გუნდში არ გვყავს არავინ, ვინც თავის სკამს გამოეკიდება.“ გახარიას შესაძლო გადადგომა. „რაც შეეხება გახარიას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად. ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსფარენტულ და გამჭვირვალე გამოძიებას ძალის გადამეტებაზე. მოხდება ცალკეული შემთხვევების ანალიზი, რომელიც დაიდება გამოძიების მიერ და სწორედ ქართული საზოგადოება იქნება ის, ვინც ყველაფერ ამას შეაფასებს. .. ფაქტია, რომ მოხდა ჩვენი სახელმწიფოსთვის ზალიან მძიმე სცენარის თავიდან არიდება და პარალელურად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეებვი. ამას სჭირდება შეფასებები და ამას უზღუნველვყოფთ. დაშავდნენ ჩვენი პოლიციელებიც. მოგეხსენებათ, რომ 80-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა იმ ღამეს პარლამენტის წინ. ეს იყო უმძიმესი წუთები და დღეები ჩვენი სახელმწიფოსთვის მოქალაქეებმა იხილეს, რა დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც ხელს აწერს ყველაფერს, რომ შედგეს მათი რევანშისტული გეგმები“.

წყარო: primetime.ge

 

1344 /

27 ივნისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები