პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირდაპირ არ პასუხობს კითხვას შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით.
25 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა მას პირდაპირ ჰკითხა, განიხილავს თუ არა მისი გუნდი გახარიას გადადგომას. პასუხი პრემიერ-მინისტრმა პუნქტებად ჩამოაყალიბა:
“მე მსურს ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს:
20 ივნისს, დილით, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს გახლდათ სრულიად მიუღებელი და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი პროტესტი. ჩვენ ვუერთდებით ამ შეფასებას;
[იმავე] საღამოს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი საქართველოს პარლამენტის წინ.
სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე როგორც მას ჩვევია და მის ლიდერს, გამოიყენეს ეს გულწრფელი ემოციები თავისი პროვოკაციებისთვის და ესეც თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად იხილა.
რა თქმა უნდა უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება იმ პროვოკაციულ ქმედებებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი და ამავე დროს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასებები იმ კითხვითი ნიშნებს, რომელიც არსებობს ზოგიერთი სამართალდამცავის მხრიდან ძალიან ზედმეტ გამოყენებაზე. ეს არის ის ჩარჩო – შეფასებები, რომელიც მე მაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით”,"-განაცხადა პრემიერმა.
 
2001 /
27 ივნისი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები