SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

არ ვჩივი, რომ გუშინ თვალი დავკარგე, მე მინდა დაკავებულები იყვნენ ჩვენს გვერდით - დარბევისას დაშავებული საბა სერგია აქციაზე მივიდა

არ ვჩივი, რომ გუშინ თვალი დავკარგე, მე მინდა დაკავებულები იყვნენ ჩვენს გვერდით - დარბევისას დაშავებული საბა სერგია აქციაზე მივიდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, 20 ივნისს სპეცრაზმელების მიერ დარბევის დროს დაშავებული საბა სერგია მივიდა. მას თვალში ტყვია მოხვდა. მან აქციის მონაწილეებს მიმართა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც 20 ივნისს პროტესტის გამოსახატად მივიდა. 

საბა სერგია შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლოს. 

„მე 20 ივნისს თვალში მომხვდა ტყვია, მაგრამ მე დღეს აქ იმიტომ არ ვდგავარ, რომ რაღაც პოლიტიკა ან პოლიტიკის გამო შეთანხმებაა, მე აქ იმიტომ ვდგავარ, რომ 20 ივნისს, ვინც ჩვენ გვერდით იდგა და ჩვენ გვერდით იბრძოდა, ისინი არიან დღეს დაჭერილი და ჩვენ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ჩვენ გვინდა, რომ ისინი აქ ჩვენ გვერდით იდგნენ და ჩვენს გვერდით დავინახოთ, მე არ ვჩივი, რომ გუშინ თვალი დავკარგე, მე ისინი მინდა, რომ აქ იყვნენ ჩვენ გვერდით,“ - განაცხადა საბა სერგიამ.

აქცია რუსთაველის გამზირზე ოთხ საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.

 

წყარო: rustavi2.ge

 

1737 /

23 ივნისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები