სასწრაფოდ: რუსეთი საქართველოს ემუქრება
რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ დეგტარევმა საქართველოს კურორტებსა და პროდუქტებზე ბოიკოტის გამოცხადება მოითხოვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ბოიკოტი ყველა ქართულ კურორტს და ქართულ პროდუქტებს - ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება თბილისში მორიგი რუსოფობიული ტალღის აგორებაზე. ელოდონ ტურისტებს ამერიკიდან და ევროპიდან და გაყიდონ ბორჯომი ევროპულ ბაზარზე,"- წერს დეგტიარევი Telegram-ის არხზე.
3,155 ნახვა
21 ივნისი 2019
კომენტარები