პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს და დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც რუსეთის მხარეს, ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადასცა, მათ შორის 2008 წლის მებრძოლების სია, რომლებზეც დღეს ნადირობაა გამოცხადებული.
„ივანიშვილი გამოვიდა, ეს მართლა ვირეშმაკა, სრულიად უნამუსო მოღალატე და გამოაცხადა, რომ ეს პროტოკოლის შეცდომა იყოო. მეგობრებო, ივანიშვილმა გადასცა რუსეთს სიები, საქართველოს უშიშროების წარმომადგენლების, აგენტების რუსეთში და ყველა მათგანი დააკავეს. ივანიშვილმა გადასცა რუსეთს ყველა ჩვენი მებრძოლის სია და სათითაოდ მათზე ნადირობს მთელს მსოფლიოში 2008 წლის ომის. ივანიშვილმა გადასცა რუსეთს ძალიან ბევრი მასალა, რომელიც ეხებოდა ჩვენ ურთიერთობას ნატოსთან, ივანიშვილმა შემოუშვა გავრილოვი 2013 წელს, პირველად საქართველოში და ასევე, ივანიშვილმა შემოუშვა ლუჩკოვი და უამრავი სხვა რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში. რუსული სპეცსამსახურები სრულიად დაუსჯელად მოქმედებენ საქართველოში. მაგალითად, უკრაინელებს ავერბოვკებენ მასობრივად საქართველოში. ივანიშვილმა, რუსეთის დავალებით, შეაჩერა ლაზიკის პორტის მუშაობა და მოკლა ლაზიკის პროექტი, ივანიშვილი რუსეთის დავალებით დევნის უამრავ ქართველ პატრიოტს და საბოლოო ჯამში, ივანიშვილი რუსეთის დავალებით ანგრევს საქართველოს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
1990 /
20 ივნისი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები