SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ანტალიაში მოკლული ქართველი ქალის ვინაობა ცნობილია, ის სავარაუდოდ თოკით დაახრჩვეს

ანტალიაში მოკლული ქართველი ქალის ვინაობა ცნობილია, ის სავარაუდოდ თოკით დაახრჩვეს

ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა. ინფორმაცის "რუსთავი 2" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, სადაც ნახევრადშიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. მოკლული ქალბატონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

 

 

4583 /

16 ივნისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები