პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
ამერიკაში ჩაფლავებული ვიზიტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინის მუქარის შემდეგ, მამუკა ბახტაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სრულიად მკაფიო და ზუსტი გაცხადებების შემდეგ, საქართველოს არაოფიციალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი მამუკა ბახტაძეზე უკიდურესად გაღიზიანდა.
ივანიშვილის განრისხება ორმა ფაქტმა გამოიწვია.
1. ბახტაძემ ვერ დაარწმუნა ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომ მას საჯარო განცხადება არ გაეკეთებინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების აუცილებლობის შესახებ, რომლის ბლოკირებას რუსეთი ლობირებს. ასევე ღიად არ გაეკრიტიკებინა ივანიშვილის ხელისუფლება უსამართლო არჩევნებისა და სასამართლო სისტემის კლანურობის გამო.
2. მაიკ პომპეოს მკაფიო განცხადებების შემდეგ გუშინ პრაღაში პირდაპირ დაიმუქრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინი.
ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ბატხაძემ ოლიგარქთან ამერიკიდანვე სცადა კონტაქტი, თუმცა, ივანიშვილმა არც მის ზარებს არ უპასუხა და არც - სატელეფონო შეტყობინებებს.
მეტიც, ჩათში, სადაც ივანიშვილის გარდა, მთავრობის სულ რამდენიმე წარმომადგენელია (ბახტაძე, გახარია, ცქიტიშვილი...), ოლიგარქმა პრემიერის მისამართით გაბრაზება ვერ დამალა. ერთ-ერთმა მინისტრმა ამის შესახებ თავის მოადგილეებს გაუმხილა. სწორედ მისი გარემოცვიდან გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს ინფორმაცია.
სწორედ ამას მოჰყვა ხმები იმის შესახებ რომ პრემიერი ბახტაძე გადადგებოდა. რეალურად კი, მას გადადგომა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.
სავარაუდო კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრი, ივანიშვილის კადრი და ქართუ ბანკის ყოფილი თანამშრომელი მაია ცქიტიშვილი განიხილება.
საუბრობენ კიდევ ორ კანდიდატზე: შს მინისტრ გახარიასა და ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოზე.
კონსულტაციები სავარაუდო სამთავრობო ცვლილებების შესახებ გუშინ პარტიაშიც განიხილეს. თუმცა, ბახტაძის გარემოცვა ამბობს, რომ პრემიერი ჯერ წასვლას არ აპირებს.
წყარო პრესა.ge
 
2149 /
15 ივნისი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები