საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
12 ივნისს, ათენში ევანგელიზმოს საავადმყოფოში კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ცუდად გახდა და გული გაუჩერდა.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი გარდაცვლილია ნელი (ნანა სვანიშვილი). დაახლოებით, 15 წელი იყო ემიგრაციაში.
„ჩვენი ნანა, ეს ძლიერი ქალი, უძლური აღმოჩნდა და დაემორჩილა სიკვდილს. ყველას ტკივილი გულთან მიჰქონდა, ამიტომაც ვეღარ გაუძლო მისმა გულმა“, - წერს ნანა თევდორაძე.
"სამწუხაროდ გუშინ,ევანგელიზმოს საავადმყოფოში კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა...
საავადმყოფოში ვისაც გიმუშავნიათ ,ყველა იცნობდით მას.
"ნანა ხაშურელი"ჩვენი ნანა ,უწყინარი,მშვიდი ,კეთილი ქალბატონი.
ცუდად გახდა და 5 წუთში გული გაუჩერდაო...ვწუხვარ ,ძალიან ვწუხვარ.ეს ძლიერი ქალი,უძლური აღმოჩნდა და დაემორჩილა სიკვდილს.რამდენიმე თვის წინ მეტაქსას საავადმყოფოში შემხვდა ,დილაადრიან თვალცრემლიანი იყო.ერთი თვე ვუვლიდი და ამ დილით გარდამეცვალა ,ვერაფერი ვუშველე ბაბუასო.
ყველას ტკივილი გულთან მიჰქონდა ,ამიტომაც ვეღარ გაუძლო მისმა გულმა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული ნანა."
 
1641 /
14 ივნისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები