SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ამას არავინ ელოდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია ახლახანს ვრცელდება სააკაშვილზე, იგი მრჩეველმა ქალმა დიდ შარში გახვია!

ამას არავინ ელოდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია ახლახანს ვრცელდება სააკაშვილზე, იგი მრჩეველმა ქალმა დიდ შარში გახვია!

მიხეილ სააკაშვილი მრჩეველმა ქალმა დიდ ; შარში გახვია!" ამ სათაურით სტატიას „კვირის ქრონიკა"აქვეყნებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის თანმხლები პირის, ოდესაში ჩადენილ მკვლელობაზეა საუბარი.

„საეთაშორისო მაწანწალა, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი სკანდალში ეხვევა. 
რამდენიმე დღის წინ ოდესაში მკვლელობა მოხდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლის მოლი მაკკიუს მეგობარმა ჩაიდინა. მოლი მაკ-კიუ სააკაშვილის დიდიხნის მრჩეველია და ეს ქალბატონი მის პოლიტიკურ მოღვაწეობას შლეიფად გასდევს. ის ამერიკულ ლობისტურ კომპანია „პოდესტა გრუპში" მუშაობდა, რომელსაც „ნაციონალები", კერძოდ, გიგა ბოკერია და მისი უშიშრეობის საბჭო წლების განმავლობაში მილიონებს უხდიდა, რომ „გაეპრავებინათ" სააკაშვილის დანაშაულებრივი მმართველობა.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა
და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების
არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებთან დაკავშირებით, გიგა ბოკერია პროკურატურამ დაიბარა მოწმის სტატუსით.
ბოკერია უშიშროების საბჭოს ბიუჯეტს არ სჯერდებოდ და
თავისი დანაშაულებრივი პარტიის საერთაშორისო პიარსა და სხვა საქმიანობას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც ახარჯავდა. 
ლობისტი კომპანიების მეშვეობით, ევროსაბჭოს დეპუტატებმა და ამერიკელმა სენატორ-კონგრესმენებმა, არაერთხელ დაიცვეს სააკაშვილის რეჟიმის ინტერესები. მათი მთავარი საზრუნავი „ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის პიარი გახლდათ და არა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. საერთაშორისო მხარდაჭერას „ნაციონალური მოძრაობა" სწორედ საბიუჯეტო თანხებით მოსყიდული ლობისტებით ყიდულობდა.
 
„კვირის ქრონიკამ" 2014 წელს გამოაქვეყნა იმ ლობისტური კომპანიების მცირე ჩამონათვალი, 
რომელთაც მილიონობით დოლარს უხდიდა სააკაშვილი, 
მათ შორის არის სწორედ „პოდესტა გრუპიც", რომლებიც „ნაციონალური  მოძრაობის" სასარგებლოდ მუშაობდნენ, გავლენიან უცხოურ მედიაში აქვეყნებდნენ მათ მხარდამჭერ სტატიებს, 
აკეთებინებდნენ დასავლელ პოლიტიკოსებს „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ განცხადებებს. „კვირის ქრონიკა" წერდა, რომ მარტო ერთ ლობისტურ კომპანიას „პოდესტა გრუპს" გიგა ბოკერიამ 2010 წელს 600 ათასი დოლარი გადაუხადა ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის. იმავე კომპანიასთან 2012 წელსაც გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება უშიშროების საბჭომ და კვლავ 600 ათასი დოლარი გადარიცხა. „კვირის ქრონიკა" მაშინ წერდა, რომ ეს ფული წყალში გადაყარა ბოკერიამ, რადგან ამერიკაში „პოდესტა გრუპის" პიარმა ვეღარ უშველა მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას, 
დრომ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენე და ის ფული წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდა, 
რადგან უკრაინაში გადაბარგებული მიხეილ სააკაშვილის პიარმომსახურებას სწორედ ეს კომპანია განაგრძობს და როგორც ხედავთ „პოდესტა გრუპის" წარმომადგებნელი მიხეილ სააკაშვილმა მრჩევლად დანიშნა. 
ახლა მოლი მაკკიუ მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინაში იმყოფება და აგრძელებს ლობისტურ საქმიანობას, 
მისი დამფინანსებლის სასარგებლოდ, რომელმაც ჯამში მის კომპანიას მილიონ 200 ათასი გადაურიცხა. საქმე ის გახლავთ, რომ შესაძლოა, მილიონ 200 ათასი „პოდესტა გრუპის" წარმომადგენელს შხამად ამოუვიდეს და ასევე, მის გადამხდელსაც, რადგანაც ოდესაში მოლი მაკ-კიუს მეგობარი მამაკაცის მიერ ჩადენილმა მკვლელობამ სიტუაცია პროკურატურასა და სააკაშვილს შორის ძალიან დაძაბა. 
 
როგორც წყარო გვიყვება, ოდესაში მაკ-კიუ თავის მეგობართან, მოლდოველ სპეცრაზმელთან ერთად გადაადგილდებოდა, რომელმაც 2 კვირის წინ ოდესაში ერთი ბარის ეზოში სასტიკად სცემა უკრაინელ ახალგაზრდა მამაკაცს. 
მიღებული ტრავმების შედეგად ნაცემი მამაკაცი გარდაიცვალა. ოდესის პოლიციამ დაუყოვნებლივ დააკავა მოლი მაკ-კიუს მეგობარი. ახლა ის ციხეში იმყოფება. ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, 
რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ზეწოლას ახდენს პოლიციასა და პროკურატურაზე და ითხოვს მოლი მაკ-კიუს  მეგობრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. თუმცა ამ ფაქტზე მთელი ოდესა საუბრობდა. 
მოლის მეგობრის დანაშაული იმდენად აშკარაა, რომ სააკაშვილის ჩარევაც კი არ არის საკმარისი მის გამოსაშვებად. 
თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დაპირისპირებაშია შესული მიხეილ სააკაშვილი 
ძალოვან სტრუქტურასთან და მათ დაჭერით ემუქრება, მაგიდაზე მუშტებს უბრახუნებს
 და დამამცირებლად ესაუბრება, ადვილი მისახვედრია, რა განწყობაა ოდესის პოლიტიკაში.
 სააკაშვილს ისინი გადამთიელს და გიჟს ეძახიან, უმეტესობა დაინტერესებულია მისი განეიტრალებით. 
მას დღეს, პრაქტიკულად, მოკავშირე არ ჰყავს და შესაბამისად, ოდესელები სვამენ კითხვას - სააკაშვილი რომელი იუპიტერია, რომ მისი ზეწოლის გამო მკვლელი გავათავისუფლოთ და დანაშაული ვაპატიოთ.


 
მოკლედ, საქმე ისაა, რომ ოდესელები არ აპირებენ სააკაშვილის თანაშემწის მეგობარ მამაკაცს ახალგაზრდა ოდესელი კაცის მკვლელობა შეარჩინონ.
 მეტიც, პოლიცია და პროკურატურა თავად მოლი მაკ-კიუს დაპატიმრებას ითხოვს, რადგან ის მომხდარ დანაშაულში წამქეზებლად მიაჩნიათ და მას მკვლელობის თანამონაწილედ ასახელებენ.
 
სააკაშვილსა და ოდესის პროკურატურას შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მისი მეგობარი
 უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეც კი უძლურია, საქმე ჩაფარცხოს. 
აქვე შეგახსენებთ, რომ დავით საყვარელიძის პოზიციებიც არ არის მყარი, დაახლოებით ერთი თვის 
წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასსა და მთავარ პროკურორს შორის შავმა კატამ გაირბინა და მის დაჭერაზეც დაიწყეს ფიქრი.
 მართალია, ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ მთავარმა პროკურორმა განმარტა, რომ მათ შორის იყო პრობლემები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,
 რომ დავით საყვარელიძის პოზიციები ძლიერია და მას შეუძლია მშვიდად იჯდეს. ვითარება რთულია, ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, 15 ივლისს მოლი მაკ-კიუს დასახმარებლად გიგა ბოკერია გაემგზავრა. როგორც გითხარით, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად მუშაობის დროიდან მას მოლი მაკ-კიუსთან აქვს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა, თუმცა, როგორც ოდესელები იმუქრებიან, მთელი „ნაცელიტა" რომ ჩამოვიდეს აქ და მათმა პატრონებმა დასავლეთიდან გვიბრძანონ მკვლელის გათავისუფლება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთო.
 
მაშ ასე, ოდესის პროკურატურისა და პოლიციის ხელში უკვე ერთი სამხილია სააკაშვილისა და 
მისი მრჩევლის წინააღმდეგ და ამ სამხილს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ", - ნათქვამია სტატიაში.
წყარო: 
REPORTIOR.GE

 

2787 /

13 ივნისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები